ჩვენს შესახებ მომსახურება DFC სერტიფიკატი  
         
 

ფლექსოგრაფია არის ერთერთი ყველაზე თანამედროვე მეთოდი, რომელიც გამოიყენება ეტიკეტებისა და შესაფუთი მასალების დასაბეჭდად.ფლექსოგრაფიის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ფლექსოგრაფიული კლიშეები. შპს DFC-ის აქვს 12  წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, იგი გახლავთ სპეციალიზებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს,როგორც ციფრული, ასევე HD2 ფლექსოგრაფიული კლიშეების დამზადებას. ჩვენი მომსახურების სპექტრი განისაზღვრება ჩვენი კლიენტების ინტერესების დაცვით და მოიცავს ხარისხიან და სწრაფ წარმოებას. DFC -იმ მადლიერება მოიპოვა მომხმარებელთა მხრიდან მაღალხარიასხიანი მომსახურებისათვის, რაც მოწინავე ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მანქანების დამსახურებაა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული კომპანიას ხელს უწყობს გამოიყენოს ეს უპირატესობა და გაგრძელოს ბიზნეს ამოცანების ესრულება უფრო მეტი მონდომებით, რათა დააკმაყოფილოს დამკვეთის მოთხოვნები.  

დიზაინ სტუდია

* შეფუთვის დიზაინი 

ჩვენი კრეატიულობა, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად აღნიშნულ სფეროში, ემსახურება კლიენტებს, როგორც დანაზოგისა და მუდმივობის ინსტრუმენტი. ჩვენ გათვითცნობიერებულნი ვართ როგორც ბეჭდვაში, აგრეთვე დიზაინშიც. ნება მოგვეცით გიჩვენოთ თუ როგორ შეიძლება დავზოგოთ დრო და თანხები სწორად შერჩეული დიზაინ პროქტით, რაშიც ჩვენი საიტი გაგიწევთ დახმარებას.